დი ლორენცო:

დი ლორენცო: "რეალთან" მატჩი გამოცდაა, რომელსაც დარჩენილი სეზონისთვის იმპულსის მოცემა შეუძლია"

„ნაპოლის“ კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ „რეალთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, მეტოქის სიძლიერის მიუხედავად, მზად არიან თავიანთი თვისებები გამოავლინონ.

„განცდები პოზიტიურია, ისტორიულ სტადიონზე ვთამაშობთ, უმაღლესი დონის გუნდის წინააღმდეგ. ჩვენთვის გამოცდა იქნება, რათა გავიგოთ, რა დონეზე ვართ. ძალიან რთული გამოწვევაა, მაგრამ შეიძლება ამ თამაშმა მნიშვნელოვანი იმპულსი მოგვცეს სეზონის დარჩენილი ნაწილისთვის.

„სანტიაგო ბერნაბეუზე“ პირველად ვარ, აქ არასდროს მითამაშია და რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება. ფეხბურთელების ზუსტად იმისთვის ვხდებით, რომ ასეთ მატჩებში მივიღოთ მონაწილეობა, ხვალ უნდა ვაჩვენოთ, რომ კონკურენცია შეგვიძლია.

„რეალს“ დიდი ფეხბურთელები ჰყავს, არ ვიცი, ვინ ვერ ითამაშებს და ვინ იქნება მოედანზე, მაგრამ თავს აუცილებლად გუნდურად დავიცავთ. პირველ მატჩში პირველ გოლზე სერიოზული შეცდომა დავუშვი, მაგრამ ზოგადად, თანაბარი მატჩი იყო, რომელშიც მეტს ვიმსახურებდით.

„რეალის“ ფეხბურთელებისადმი მთელი პატივისცემის მიუხედავად, ჩემს თანაგუნდელებში არავის გავცვლიდი, ვიცი ჩვენი გუნდის ღირებულებები და ვმუშაობთ შედეგების გაუმჯობესებაზე. გამარჯვებები უკეთ მუშაობაში ნამდვილად გეხმარება. „ატალანტასთან“ დიდი ენერგია დავხარჯეთ და მოვიგეთ, სწორედ ასეთი მენტალიტეტი უნდა გქონდეს და მზად ვართ, ხვალ მოედანზე ჩვენი თვისებები ვაჩვენოთ“, - თქვა დი ლორენცომ.

შეგახსენებთ, რომ „რეალის“ და „ნაპოლის“ მატჩი 29 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.