"შახტარის" მცველი: "ანტვერპენის" ფეხბურთელი აზაროვს ძალიან ცუდი სიტყვებით უყვიროდა"

„შახტარის“ მცველმა ვალერი ბონდარმა „ანტვერპენთან“ მატჩის შემდეგ ჩხუბზე უკრაინულ მედიასთან ისაუბრა. როგორც მან თქვა, ბელგიური გუნდის ფეხბურთელი ირაკლი აზაროვს უყვიროდა, რასაც ჩხუბის დაწყება მოჰყვა.

„მათი 11 ნომერი აზაროვს მიუახლოვდა და დაიწყო მისთვის ძალიან ცუდი სიტყვების ინგლისურად ყვირილი. მესმის მათი - გავარდნენ, ქულაც ვერ მოიპოვეს და როგორმე ჩვენი პროვოცირება, განწყობის გაფუჭება სურდათ. თუმცა, წინ ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს და ემოციების გაკონტროლება მოგვიწია“, - თქვა ბონდარმა.

„ანტვერპენის“ მე-11 ნომერი არნბორ მუია იყო. ფეხბურთელები ცოტა ხანში დამშვიდდნენ და გასახდელში შევიდნენ. შეგახსენებთ, რომ „შახტარს“ ჯგუფიდან გასასვლელად ბოლო ტურში სტუმრად „პორტუსთან“ გამარჯვება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს.