მამაკაცი - დიასახლისი

მამაკაცი - დიასახლისი

შესაძლებელია თუ არა ბედნიერება ოჯახში, სადაც ქმარი საოჯახო საქმეებითაა დაკავებული, ხოლო ცოლი მუშაობს?

სადღეისოდ მამაკაცი – დიასახლისი არავის აკვირვებს. სქესთა შორის სოციალური განსხვავება თანდათან ქრება. არავის შეაქვს ეჭვი იმაში, რომ ქალს შეუძლია კარიერა გაიკეთოს, ხოლო მამაკაცმა ოჯახს მიხედოს.

ამის მაგალითი განვითარებულ ქვეყნებში ძალიან ბევრია. ეს მხოლოდ ჩვენთან უყურებენ ირიბად ქალ–ხელმძღვანელს და მამაკაცს, რომელიც სახლში ზის. თემას “მამაკაცი – დიასახლისი" მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც.  

მომხრეთა ლოგიკა

ძლიერ ქალებს, რომლებიც თავიანთი სამუშაოთი სერიოზულად გატაცებულები არიან, სწორედ ასეთი მამაკაცები სჭირდებათ.

თუ ქმრის ხელფასი დაახლოებით ძიძის ან ოჯახის დამხმარის მომსახურების საზღაურის ტოლია, უმჯობესია, მამაკაცი შინ იჯდეს და ოჯახს გაუძღვეს.

თუ მამაკაცი რაღაც მიზეზით უმუშევარი დარჩა, მაშინ ოჯახისთვის სარგებლობის მომტანი სხვა მხრივ უნდა გახდეს. სახლის საქმე უნდა აკეთოს მან, ვინც ნაკლებად დატვირთულია.

სხვათა შორის, მამაკაცს საოჯახო საქმე ქალებზე ნაკლებად არ გამოსდის, ზოგჯერ უკეთესადაც. ყველა საუკეთესო მზარეული მამაკაცია, სამოსის ცნობილი დიზაინერები ასევე მამაკაცები არიან.

და კიდევ, ცნობილ პედაგოგებს შორის ქალები ნაკლებად ფიგურირებენ. ასე რომ, ვერც ერთი ძიძა შეძლებს ბავშვებს იმაზე უკეთესად მოუაროს, ვიდრე ამას საკუთარი მამა გააკეთებს.

მოწინააღმდეგეთა ლოგიკა

მამაკაცს ესაჭიროება თვითგამოხატვა, თვითრეალიზაცია. მისთვის აუცილებელია კარიერული ზრდა, თანამშრომლებთან ურთიერთობა. ის უნდა იყოს ხელმძღვანელი. ასეთია მამაკაცის ბუნება. ყოველი მამრი ცხოველი ცდილობს, თავის გუნდში დომინანტური მდგომარეობა დაიკავოს. თუ მამაკაცი უმუშევარი დიდხანს დარჩება, ეს აუცილებლად დეპრესიაში ჩააგდებს. არც ერთ ნორმალურ მამაკაცს არ ანიჭებს სიამოვნებას მეტად სუფთა იატაკი და აკურატულად დაკემსილი წინდები. ეს მხოლოდ ქალებს შეუძლიათ მთელი გულით გაიხარონ ბავშვის ცხვირის მოწმენდით, სადილისა და ვახშმის მომზადებით. ძლიერ სქესს მეტი ესაჭიროება. მისთვის აუცილებელია, თავისი შესაძლებლობები სადმე გამოიყენოს.

ნაცვლად იმისა, რომ ოჯახის თავი იყოს, იძულებული გახდება, თავი დაიმციროს და ცოლს ჯიბის ფული სთხოვოს. როგორ ფიქრობთ, ცოლი დააფასებს? ქალებს მხოლოდ ძლიერი მამაკაცები უყვართ.

მამაკაცისთვის მიუღებელია ცოლის კმაყოფაზე ცხოვრება. მამაკაცმა, რომელიც თავს პატივს სცემს, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ საყვარელ მეორე ნახევარს ცხოვრება შეუმსუბუქოს, ფული იშოვოს, ოჯახი დაასვენოს, სახლში მძიმე სამუშაო შეასრულოს.