ჩავი შესაძლოა „ბარსელონადან

ჩავი შესაძლოა „ბარსელონადან" ჩემპიონთა ლიგაზე „პორტუსთან" მომდევნო მატჩის შემდეგ გაათავისუფლონ

„ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ჩავი, შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის „პორტუსთან“ მორიგი მატჩის შემდეგ გაათავისუფლონ - წერს AS.

წყაროს ცნობით, თუ „ბარსელონა“ „პორტუსთან“ დამარცხდება ან ფრედ ითამაშებს, ამან შესაძლოა დაასრულოს მისი ბარსელონური პროექტი. აღსანიშნავია, რომ წარმატების მისაღწევად ჩავი „პორტუსთან“ მომავალ მატჩში მაქსიმალურად მებრძოლ შემადგენლობას გაიყვანს მინდორზე.

„შინ ვთამაშობთ და ქომაგების მაქსიმალური მხარდაჭერა დაგვჭირდება. ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება ჯადოსნური ღამე. ბოლო დროს ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ჩვენ გვსურს, მაგრამ სწორ გზაზე ვართ. გვჯერა იმის, რასაც ვაკეთებთ.

ხვალ დიდი შესაძლებლობაა ხუთი მატჩის შემდეგ მერვედფინალის საგზური მოვიპოვოთ. ეს შეიძლება იყოს გარდამტეხი მომენტი ჩენი გუნდის მომავალი განვითარებისთვის“, - განაცხადა ჩავიმ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე.

„ბარსელონასა“ და „პორტუს“ მატჩი დღეს, 28 ნოემბერს გაიმართება და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.

„ბარსელონა“ ამჟამად ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფში პირველ ადგილზეა 9 ქულით. ამდენივე ქულა აქვს „პორტუს.“

შეგახსენებთ, რომ ჩავი ბარსელონას 2021 წლიდან ხელმძღვანელობს. მისი კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან 2025 წლამდეა ძალაში.