„მანჩესტერ იუნაიტედი

„მანჩესტერ იუნაიტედი" კარლო ანჩელოტის დაუკავშირდა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის, სამუშაო შესთავაზა, იუწყება Madrid Xtra ტვიტერზე.

ამჟამად „მანჩესტერი“ მთავარი მწვრთნელის ერიკ ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით, ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა, 24 ქულით. ხოლო ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში სამი ქულით ბოლო ადგილზე დგა“.

ანჩელოტი „რეალს" 2021 წლიდან ხელმძღვანელობს. მისი კონტრაქტი კლუბთან მიმდინარე სეზონის ბოლომდეა ძალაში. სპეციალისტის ხელმძღვანელობით „სამეფო კლუბი“ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, მოიგო თასი, ქვეყნის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.