იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში „ვირტუს ბოლონია“ მოულოდნელად დამარცხდა. ლუკა ბანკის გუნდი სტუმრად „ბრინდიზისთან“ 75:83 დამარცხდა.
ბოლონიელებს პირველ და მესამე პერიოდში ცუდი თამაში წაგების ფასად დაუჯდათ.
თორნიკე შენგელიამ 25 წუთში 14 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, რითაც თავის გუნდში საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა 9-დან 4 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
„ვირტუს ბოლონია“ 7 მოგებით და 2 წაგებით პირველ-მესამე ადგილებს „ვენეციას“ და „ნაპოლისთან“ ერთად იყოფს, მომდევნო ტურში კი 3 დეკემბერს, „ტორტონას“ უმასპინძლებს.