„კარლსრუეს“ თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ „ნიურნბერგთან“ მატჩის (4:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ქართველმა თავდამსხმელმა განაცხადა, აღარ უნდა ჯოკრის ფუნქცია შეასრულოს, რადგან სურს მოედანზე პირველივე წუთიდან გავიდეს.
„აღარ მინდა „ჯოკერი“ ვიყო, მინდა ძირითადი შემადგენლობიდან ვითამაშო, იმიტომ, რომ ვიცი, რისი გაკეთება შემიძლია. გოლებით ძალიან ბედნიერი ვარ, წარმოუდგენელი იყო, რადგან გოლის ემოცია თითქმის დავიწყებული მქონდა. ვაგრძელებ მუშაობას ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად, ამ მატჩში მიღებული წუთები ამისთვის გამოვიყენე, იმიტომ, რომ მინდა მოედანზე პირველივე წუთიდან ვიყო”, - თქვა ზივზივაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძე მოედანზე 81-ე წუთზე შევიდა და მცირე დროის მიუხედავად, მეტოქეს ორი შესანიშნავი გოლი გაუტანა. ქართველს მიმდინარე სეზონში II ბუნდესლიგაში 3 გოლი აქვს გატანილი.