„ნაპოლის“ ვიქტორ ოსიმენი დაუბრუნდა. ნიგერიელი ფეხბურთელი ბერგამოს „ატალანტასთან“ მატჩის განაცხადშია.
სავარაუდოდ, ოსიმენი ძირითად შემადგენლობაში არ იქნება, მაგრამ მეორე ტაიმში რამდენიმე წუთით თამაშის შესაძლებლობა მიეცემა, რაც „ნაპოლისთვის“ კარგი ამბავია.
ოსიმენმა ტრავმა ოქტომბერში, ნიგერიის ნაკრებში მიიღო და მას შემდეგ გუნდს ვერ ეხმარებოდა. მიმდინარე სეზონში ნიგერიელს ყველა ტურნირზე ჩატარებულ 10 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე ბერგამოს „ატალანტას“ სტუმრად დაუპირისპირდება.