მადრიდის „რეალში“ ტრავმების ეპიდემიაა. ბრაზილიის ნაკრებიდან დაშავებული დაბრუნდა როდრიგო, რომელსაც სამედიცინო ტესტირება ჩაუტარდა, დღეს კი ხელახალ გამოკვლევას ჩაუტარებენ.
როდრიგოს მუხლის ტკივილი აწუხებს და 29 ნოემბერს, „ნაპოლისთან“ მისი თამაში საეჭვოს, ზუსტი დიაგნოზი კი მოგვიანებით დადგინდება.
„რეალში“ ტრავმირებული არიან კამავინგა, ვინისიუსი, ჩუამენი, კეპა, გიულერი, სებალოსი, კურტუა და მილიტაო, რაც კარლო ანჩელოტისთვის დიდი თავსატეხია.