შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1961 წელს დაბადებული ასმათ გ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თურქეთიდან 3 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი“ და 4 აბი „სუბოქსინი“ შემოიტანა. ექსპერტიზის დასკვნით ამოღებულია 96 გრამი ნარკოტიკული საშულება, რომელიც 21 გრამ „ჰეროინ“-ს შეიცავს და ასევე, 0,032 გრ ნარკოტიკული ნივთიერება „ბუპრენორფინი“.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).