შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო

შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო

თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასმართლევი როველ კ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „მაკაროვი“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, შაშხანა და შაშხანის 15 საბრძოლო ვაზნა, "კალაშნიკოვი"-ს სისტემის იარაღის 6 საბრძოლო ვაზნა, "გეკო"-ს ტიპის იარაღის 7 საბრძოლო ვაზნა და ასევე, სხვადასხვა ტიპის იარაღის დაშლილი ნაწილები ამოიღეს.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).