პაოლო კანავარო „ინტერში“ გადადის

პაოლო კანავარო „ინტერში“ გადადის

დღეს დილით გამოცემამ „Goal. Com” გაავრცელა ცნობა, რომ კლუბი „ნაპოლის“ 32 წლის მცველი პაოლო კანავარო მილანის „ინტერში“ გადასვლას აპირებს.

გუშინ გამოცემას ფეხბურთელის აგენტი ენრიკო ფედელე ესაუბრა.

„მიმდინარე სეზონში პაოლოს „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა ძალიან უჭირს. მოთამაშემ გუნდის მაისური მხოლოდ სამ ოფიციალურ შეხვედრაში მოირგო.

რამდენიმე თვის წინ მილანური გუნდის წარმომადგენლები დაგვიკავშირდნენ და კანავაროთი დაინტერესება გამოხატეს. ორი დღის წინ „ინტერის“ ხელმძღვანელობას ვესაუბრე და გადაწყდა, რომ 2014 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დღეებში ფეხბურთელი კარიერას „ინტერში“ გააგრძელებს.“

პაოლო კანავარო „ნაპოლიში“ 2006 წლიდან ირიცხება და ამ გუნდის ღირსება 232 მატჩში დაიცვა.