„ნაპოლის“ ვიქტორ ოსიმენი უბრუნდება. იტალიური მედიის ცნობით, ნიგერიელი ფორვარდი „ატალანტასთან“ მატჩისთვის დიდი ალბათობით მზად იქნება.
ოსიმენი ჯერჯერობით ინდივიდუალურად ვარჯიშობს, მაგრამ ბერგამოელთა წინააღმდეგ დიდი შანსია სათადარიგო სკამზე მოხვდეს და შეცვლაზე რამდენიმე წუთი მაინც ითამაშოს.
ოსიმენი „ნაპოლის“ თითქმის თვენახევრის განმავლობაში ვერ ეხმარებოდა. მან მიმდინარე სეზონში 10 შეხვედრაში 6 გოლის გატანა შეძლო.