როსარიოში სუპერმარკეტი, რომელიც „ინტერ მაიამის“ დიდვარსკვლავის, ლიონელ მესის მეუღლეს, ანტონელა როკუცოს ეკუთვნის, გაქურდეს - იუწყება Infobae.
წყაროს ცნობით, გაძარცვეს ავტომობილი, რომელსაც სუპერმარკეტიდან ბანკში 22,4 ათასი დოლარი გადაჰქონდა. დაბურული მინებიანი თეთრი მანქანიდან ორი ადამიანი გადმოვიდა და შავი „შევროლეს“ ერთ-ერთი მინა ჩაამტვრია, რომელშიც ანტონელას ბიძაშვილი და სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი იმყოფებოდნენ. მძარცველებმა ფულის ორი ტომარა აიღეს და გაქცევამდე მანქანა დაცხრილეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს მცირე სისხლჩაქცევები აქვთ და შოკურ მდგომარეობაში არიან.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მარტში მესის სუპერმარკეტზე უკვე განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა. შემდეგ თავდამსხმელებმა 14-ჯერ გაისროლეს მაღაზიის შენობაში.