აზარი:

აზარი: "არაბეთში კვირაში მილიონს მთავაზობდნენ, მაგრამ ფული ისედაც ბევრი მაქვს"

ვეტერანმა ბელგიელმა ფეხბურთელმა ედენ აზარმა განაცხადა, რომ გასულ ზაფხულს რამდენიმე შეთავაზება ჰქონდა, მაგრამ უარი თქვა.

როგორც ბელგიელმა ჯონ ობი მიკელის პოდკასტში აღნიშნა, საუდის არაბეთში კვირაში 1 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, მაგრამ ამჯობინა კარიერა დაესრულებინა.

„ორი-სამი შემოთავაზება მქონდა: შემეძლო საუდის არაბეთში წავსულიყავი, სადაც კვირაში მილიონს გამოვიმუშავებდი, მაგრამ რაში? მე ისედაც ბევრი ფული მაქვს. ჯონ, შენ იცი ჩემი ცხოვრების სტილი, არ ვხარჯავ ძალიან ბევრს, ამიტომ მაქვს საკმარისი ფული, რომ ვიცხოვრო ოჯახთან ერთად და ჩემი შვილები გავზარდო“, - თქვა აზარმა.

შეგახსენებთ, რომ ედენ აზარმა მადრიდის „რეალიდან“ წასვლის შემდეგ კარიერის დასრულება გადაწყვიტა.