ფაბიო კანავაროს ყოფილმა აგენტმა ენრიკო ფედელემ „ნაპოლისა“ და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ხვიჩას გარდა „ნაპოლის“ არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელსაც ერთი-ერთზე თამაში შეუძლია.
„ნეაპოლში დიდი ნაკლი გვაქვს: გვიყვარს ინდივიდუალური წარმოდგენები. ორი კვირის წინ ვსაუბრობდით ნამდვილი კვარაცხელიას დაბრუნებაზე, რომელმაც შემდეგ ისევ ჩააგდო თამაში. ჯაკომო რასპადორი გოლს გაიტანს თუ არა, მაშინვე ვამბობთ, რომ ნამდვილი ფორვარდია. სინამდვილეში კი, ფეხბურთელები გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა შევაფასოთ.
კვარა ხშირად ცდილობს დრიბლინგს, მაგრამ მის გარეშე მოედანზე ნიჭი არ ჩანს, არავინ არის მის გარდა, ვინც ერთი-ერთზე ითამაშებს. ხვიჩა კლაუდიო სალას არ ჰგავს: სალა ცოტა გოლს იტანდა, კვარა ასეთი არ არის, ის სალაზე და ბრუნო კონტიზე ტექნიკურია და გოლებითაც უფრო შედეგიანია, თუნდაც გუნდში ნაკლები წვლილი შეიტანოს“, - თქვა ფედელემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ 25 ნოემბერს, სტუმრად ბერგამოს „ატალანტას“ დაუპირისპირდება.