პოპულარული გადაცემა Top Gear-ის ეთერში უახლოეს მომავალში არ დაბრუნდება. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ავტომობილების შესახებ შოუს წარმოება 2022 წელს შეაჩერეს, როდესაც ერთ-ერთი წამყვანი ფრედი ფლინტოფი გადაღებებზე ავარიაში მოჰყვა და თავის სერიოზული ტრავმა მიიღო. BBC-მ მას კომპენსაციის სახით 9 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა, შემდეგ კი გადაცემის დახურვა გადაწყვიტა.
Top Gear-ი ეთერში 1977 წლიდან გადიოდა, თუმცა ფართო პოპულარობა 2003-2015 წლებში მიიღო, როდესაც მისი წამყვანები ჯერემი კლარქსონი, ჯეიმს მეი და რიჩარდ ჰამონდი იყვნენ. სამმა წამყვანმა გადაცემიდან წასვლის შემდეგ საკუთარი შოუ Grand Tour-ი წამოიწყეს, რომლის ერთ-ერთი ეპიზოდიც საქართველოში გადაიღეს.