კიმ კარდაშიანი კომიქსის „მეხუთე ბორბალი“ ეკრანიზაციაში მთავარ როლს შეასრულებს. ამის შესახებ Deadline-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სცენარზე პოლ პეპლი და ჯანინ ბრიტო იმუშავებენ. კარდაშიანი კი ასვე პროექტის პროდიუსერი იქნება. ამ ეტაპზე ეკრანიზაციით ხუთი სტუდიაა დაინტერესებული.
თუმცა შოუს წარმოების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.