„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი პირველი კალათბურთელია, რომელმაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის“ ისტორიაში 39 000-ქულიანი ზღვარი გადალახა.
„იუტა ჯაზის“ წინააღმდეგ მატჩში ლებრონ ჯეიმსმა 17 ქულა დააგროვა, შესაბამისად, 38 წლის კალათბურთელის ანგარიშზე უკვე 39 012 ქულაა.
8 თებერვალს ჯეიმსი NBA-ის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა, როდესაც 38 390 ქულა დააგროვა და კარიმ აბდულ-ჯაბარის რეკორდი (38 387 ქულა) გააუმჯობესა.