მესის მაისურები 8 მილიონ გირვანქად გაიყიდება

მესის მაისურები 8 მილიონ გირვანქად გაიყიდება

ლიონელ მესის ექვსი მაისურა, რომელიც მას ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებზე ეცვა, მათ შორის, ფინალური შეხვედრის სამოსი ფრანგების წინააღმდეგ, ნიუ იორკის ცნობილ Sotheby’s აუქციონზე, სპეციალისტების აზრით, სავარაუდოდ 8 მილიონ გირვანქაზე მეტად გაიყიდება. შემოსავლის ნაწილი ქველმოქმედებას მოხმარდება - წერს Daily Mail.

აქამდე ფეხბურთელის ყველაზე ძვირადღირებული მაისურა 1986 წლის მუნდიალზე დიეგო მარადონას „ღმერთის ხელის“ სამოსი გახლდათ (7,1 მილიონი გირვანქა), რომელიც ანონიმურმა პრეტენდენტმა გადაიხადა. ეს სამოსი არგენტინელს 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ეცვა ინგლისელების წინააღმდეგ. ხსენებული ციფრი სარეკორდოა ფეხბურთის მაისურისთვის.

ეს მაისურა შარშან ლონდონის Sotheby's-ზე გაყიდა ინგლისის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, სტივ ჰოჯმა, რომელმაც მარადონას მაისური გვირაბში სთხოვა, მეხიკოში თამაშის შემდეგ.