„ნაპოლის" ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია, კლუბთან კონტრაქტს უახლოეს ხანში განაახლებს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.
ახალი ხელშეკრულება ძალაში 2028 წლამდე იქნება გათვლილი, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. ამ კონტრაქტით ფეხბურთელი გასამრჯელოდ ყოველწლიურად 4 მილიონ ევროს მიიღებს.
კლუბსა და ფეხბურთელს შორის მოლაპარაკებები ამ დრომდე გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია „ნაპოლიში“ ბათუმის „დინამოდან“ 2022 წლის ზაფხულში 13,3 მილიონ ევროდ გადავიდა. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან ძალაშია 2027 წლის 30 ივნისამდე.
პორტალი Transfermarkt ფეხბურთელს 85 მილიონ ევროდ აფასებს. მიმდინარე სეზონში ხვიჩამ „ნაპოლის" მაისურით 15 მატჩში 3 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.