პარიზში აუქციონზე ნაპოლეონის ქუდი გაიყიდება

პარიზში აუქციონზე ნაპოლეონის ქუდი გაიყიდება

ნაპოლეონ ბონაპარტის კუთვნილი ქუდი პარიზში, Osenat-ის აუქციონზე გაიყიდება. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საფრანგეთის იმპერატორის ქუდი 600,000 - 800,000 ევროდ გაიყიდება.

აუქციონზე ასევე ნაპოლეონის სხვა ნივთებიც გაიყიდება. მაგალითად, ვერცხლის თეფში, კბილის ჯაგრისი, მაკრატელი და ა.შ.