NBA-ში „სან ანტონიოს“ ცუდი პერიოდი უდგას, რადგან ზედიზედ მეშვიდე მარცხი განიცადა. გრეგ პოპოვიჩის გუნდი ამჯერად საკუთარ მოედანზე „საკრამენტოსათან“ 120:129 დამარცხდა.
სანდრო მამუკელაშვილმა 12 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 6 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 2-დან 1 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
„სან ანტონიო“ 3 მოგებით და 9 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 19 ნოემბერს, შინ „მემფისთან“ ჩაატარებს, რომელიც ამავე კონფერენციაში ბოლო, მე-15 ადგილზეა.