NBA-ში „ორლანდო მეჯიქი“ „ჩიკაგო ბულსს“ ესტუმრა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა დაძაბულ ბრძოლაში 103:97.
ბოლო დროს კარგ ფორმაშია გოგა ბითაძე, თუმცა, ამჯერად ქართველ ცენტრს დიდად თავი არ გამოუჩენია. ბითაძემ 21 წუთში 2 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა. გოგამ 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 ორქულიანი კი ააცილა.
„ორლანდო მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 7 მოგებით და 5 წაგებით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 19 ნოემბერს, სტუმრად „ინდიანასთან“ ჩაატარებს.