Gazzetta Dello Sport:

Gazzetta Dello Sport: "ნაპოლის" სანაკრებო პაუზის შემდეგ სწორედ ასეთი კვარა დასჭირდება

Gazzetta Dello Sport-ი შოტლანდიის ნაკრებთან ხვიჩა კვარაცხელიას დუბლს გამოეხმაურა. ცნობილი გაზეთი წერს, რომ ვალტერ მაძარის ქართველმა ფეხბურთელმა შესრულებული დუბლით მნიშვნელოვანი მინიშნებები გაუგზავნა.

„კვარაცხელიამ საქართველოსა და შოტლანდიის მატჩში დუბლი შეასრულა. ორი ძალიან განსხვავებული გოლი გაიტანა: ერთი ცენტრფორვარდის სტილში საჯარიმო მოედნიდან, მეორე ჩვეულ სტილში: ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და შორეულ კუთხეში გაიტანა. სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ გამოდგა მის ეროვნულ ნაკრებს მოეგო და მატჩი 2:2 დასრულდა, მაგრამ „ნაპოლის“ ახალი მწვრთნელისთვის ეს სიგნალი მაინც ძალიან გამამხნევებელია. სწორედ ასეთი კვარა დასჭირდება „ნაპოლის“ სანაკრებო პაუზის შემდეგ ინტენსიური კალენდრის გათვალისწინებით.

მაძარი როგორც ჩანს, მუშაობას 4-3-3 სქემით დაიწყებს და კვარაცხელიას პოზიცია პრაქტიკულად არ შეიცვლება, მაგრამ მწვრთნელი მისგან მოითხოვს, რომ გადამწყვეტი ფეხბურთელი იყოს. დროთა განმავლობაში მაძარი თუ აირჩევს სხვა სქემას, ქართველმა შეიძლება უფრო ცენტრისკენ შეიწიოს, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მას აქვს ისეთი თვისებები, რომ ამ ტიპის ვარიაციასაც მოერგოს“, - წერს გამოცემა.