გუშინ გამოცემამ „Marca” გაავრცელა ცნობა, რომ ესპანეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან ხელშეკრულება გააგრძელა და ნაკრებს 2016 წლამდე უხელმძღვანელებს.
ეს ინფორმაცია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ხორხე პერესმა ოფიციალურად დაადასტურა.
62 წლის ვისენტე დელ ბოსკე ამჟამინდელ თანამდებობაზე 2008 წლიდან იმყოფება. მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ნახევარმცველმა საფეხბურთო კარიერა 1984 წელს დაასრულა. საინტერესოა რომ მოთამაშის ამპლუაში ერთხელ თბილისშიც იმყოფებოდა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ შეხვედრაში მისი გუნდი მოსკოვის „სპარტაკს“ დაუპირისპირდა.
დელ ბოსკემ მწვრთნელად მუშაობა 1985 წელს მშობლიურ გუნდში დაიწყო. „რეალის“ დატოვება 2005 წელს მოუწია.
ესპანური მასმედიის მტკიცებით ბატონი ვისენტე ახალ კონტრაქტს მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე გააფორმებს.