14 გოლი 27 მატჩში: კვარაცხელია საქართველოს ნაკრების ყველა დროის ბომბარდირობისკენ

14 გოლი 27 მატჩში: კვარაცხელია საქართველოს ნაკრების ყველა დროის ბომბარდირობისკენ

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების ყველა დროის ბომბარდირობისკენ სწრაფი ტემპით მიიწევს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ შოთა არველაძის რეკორდამდე (26 გოლი) მაინც შორია, კვარაცხელიას ამ რეკორდის მოხსნა უახლოეს წლებში ნამდვილად შეუძლია.

შოტლანდიასთან დუბლით კვარა უკვე მეოთხე ადგილზე გადავიდა. მას 27 სანაკრებო შეხვედრაში 14 გოლი აქვს გატანილი და გადაასწრო, როგორც ვაკო ყაზაიშვილს, ისე თორნიკე ოქრიაშვილს. წინ მხოლოდ შოთა არველაძე (26), თემურ ქეცბაია (17) და ალექსანდრე იაშვილი (15) არიან. წესით, ხვიჩა იაშვილს და ქეცბაიას ძალიან მალე გადაასწრებს.

კვარაცხელიას ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2020 წელს ჰქონდა. მას საქართველოს ნაკრებში თამაშში საშუალოდ 0.52 გოლი გააქვს, ყველა დროის ბომბარდირის, შოთა არველაძის მაჩვენებელი ამ მხრივ 0.43-ია.

კვარაცხელიას გოლები წლების მიხედვით ასე ნაწილდება:

2020 წელი: 4 მატჩი, 1 გოლი (ჩრდ. მაკედონიასთან)

2021 წელი: 7 მატჩი, 4 გოლი (ესპანეთთან, საბერძნეთთან, შვედეთთან დუბლი)

2022 წელი: 7 მატჩი, 5 გოლი (გიბრალტართან შინ და სტუმრად, ბულგარეთთან, ჩრდ. მაკედონიასთან სტუმრად და შინ)

2023 წელი: 8 მატჩი, 4 გოლი (ტაილანდთან, კვიპროსთან, შოტლანდიასთან დუბლი).

საქართველოს ნაკრების ყველა დროის ბომბარდირები:

1. შოთა არველაძე - 61 მატჩი, 26 გოლი

2. თემურ ქეცბაია - 52 მატჩი, 17 გოლი

3. ალექსანდრე იაშვილი - 67 მატჩი, 15 გოლი

4. ხვიჩა კვარაცხელია - 27 მატჩი, 14 გოლი

5. თორნიკე ოქრიაშვილი - 50 მატჩი, 13 გოლი

6. ვაკო ყაზაიშვილი - 62 მატჩი, 13 გოლი

7. გიორგი დემეტრაძე - 56 მატჩი, 12 გოლი

8. ლევან კობიაშვილი - 100 მატჩი, 12 გოლი

9. ჯაბა კანკავა - 100 მატჩი, 10 გოლი

10. გიორგი მიქაუტაძე - 21 მატჩი, 9 გოლი