ლორენ სანჩესი და ჯეფ ბეზოსი გამოცემა „ვოგში“ გამოქვეყნებული ფოტოების გამო თავს არაკომფორტულად გრძნობენ

ლორენ სანჩესი და ჯეფ ბეზოსი გამოცემა „ვოგში“ გამოქვეყნებული ფოტოების გამო თავს არაკომფორტულად გრძნობენ

ლორენ სანჩესი და ჯეფ ბეზოსი გამოცემა Vogue-ში გამოქვეყნებული ფოტოების გამო თავს არაკომფორტულად გრძნობენ. ამის შესახებ ინფორმაციას PageSix ავრცელებს.

მაღალი მოდის ჟურნალმა დეკემბრის გამოცემაში წყვილის რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოსესიის თემატიკა, როგორც ჩანს, დასავლეთი იყო.

შეყვარებული წყვილი რეტრო მანქანის წინა სავარძლებზე ზის. ბეზოსს თავზე ყავისფერი კოვბოის ქუდი ახურავს და შავი მაისური და ლურჯი ჯინსები აცვია. სანჩესი კი თეთრ მაისურშია გამოწყობილი.

სამწუხაროდ, „ამაზონის“ დამფუძნებლის და მისი საცოლის ფოტოებს სოციალურ ქსელში ცუდი გამოხმაურება მოჰყვა. ხალხის აზრით, Vogue მილიარდერების ცხოვრების „გლამურიზებას“ ცდილობდა. საზოგადოების დიდი ნაწილი წერდა, რომ მსგავსი უხერხული ფოტოები არასდროს უნახავთ.

59 წლის ბეზოსი და 53 წლის სანჩესი მაისში დაინიშნენ, თუმცა ერთმანეთს 2018 წლიდან ხვდებიან. მათ ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია ბეზოსის განქორწინების შემდეგ გაასაჯაროვეს, რომელიც 2019 წლის იანვარში დასრულდა.