გოგა ბითაძის 14 ქულა

გოგა ბითაძის 14 ქულა "ბრუკლინთან"

NBA-ში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ სტუმრად „ბრუკლინ ნეტსს“ დაუპირისპირდა, რომლის წინააღმდეგ 104:124 წააგო.

შეხვედრა სამი პერიოდის განმავლობაში თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, მაგრამ ბოლო პერიოდი „ბრუკლინმა“ 18 ქულით მოიგო, რამაც განაპირობა საბოლოო სხვაობა.

გოგა ბითაძეს ისევ მიეცა სოლიდური სათამაშო დრო. ქართველმა ცენტრმა 24:24 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ბითაძემ 6-დან 6 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.

„ორლანდო მეჯიქი“ 5 მოგებით და 5 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 16 ნოემბერს, სტუმრად „ჩიკაგო ბულსთან“ ჩაატარებს.