Netflix-ი სერიალ „უენსდეის“ მეორე სეზონის გადაღებას 2024 წლის აპრილში დაიწყებს. ამის შესახებ Deadline-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სტრიმინგ-სერვისმა შოუს წარმოება ირლანდიაში გადაიტანა, რადგან პირველი სეზონის გადაღებისას რუმინეთში ლოგისტიკური პრობლემები შეექმნათ.
ამ ეტაპზე ახალი სერიების პრემიერის თარიღი უცნობია, ისევე როგორც მეორე სეზონის სიუჟეტი. თუმცა შოუს ავტორები ამბობდნენ, რომ შესაძლოა ახალ სერიებში ადამსების ოჯახის კიდევ რამდენიმე წევრი გამოჩნდეს, ასევე მეტი ყურადღება დაეთმობა უენსდეის და მისი დედის, მორტიშას ურთიერთობას.
სერიალს ადამსების ოჯახის ქალიშვილის შესახებ Netflix-ის მომხმარებლები გამოსვლიდან 28 დღის განმავლობაში 1,2 მილიარდი საათის განმავლობაში უყურებდნენ. მთავარ როლს სერიალში ჯენა ორტეგა ასრულებს. შოუში ასევე თამაშობენ: გვენდოლინ კრისტი, ლუიზ გუსმანი, კეტრინ ზეტა-ჯონსი, პერსი ჰაინს უაითი და სხვები.