„მეგობრების“ ვარსკვლავმა მეტ ლებლანმა თავისი კოლეგის, მეთიუ პერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პირველი საჯარო განცხადება გააკეთა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 56 წლის ლებლანდმა, რომელიც პოპულარულ სერიალში პერის პერსონაჟის საუკეთესო მეგობრის როლს ასრულებდა, განცხადება Instagram-ზე გამოაქვეყნა.
„შენთან ერთად გატარებული დრო ერთ-ერთი საუკეთესო მოგონებებია ჩემს ცხოვრებაში. ჩემთვის პატივი იყო შენთან ერთად სცენაზე დგომა და ის, რომ მეგობარს გეძახდი. ყოველთვის ღიმილით გაგიხსენებ და არასოდეს დაგივიწყებ. არასოდეს. გაშალე ფრთები და გაფრინდი, ძმაო. როგორც იქნა თავისუფალი ხარ“, - დაწერა ლებლანმა.
54 წლის მსახიობი გარდაცვლილი საკუთარ სახლში, ჯაკუზიში 28 ოქტომბერს აღმოაჩინეს. პერის ცხედარს ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები არ ჰქონდა, შემთხვევის ადგილას არც ნარკოტიკები იყო აღმოჩენილი. მეთიუ პერის განსაკუთრებული პოპულარობა სერიალ „მეგობრებში“ ჩენდლერ ბინგის როლმა მოუტანა. მან სიტკომის 10 სეზონსა და 234 სერიაში ითამაშა.