ოსიმენი:

ოსიმენი: "კვარაცხელიას არ ვიცნობდი და პირველ ვარჯიშზე საოცრებებს აკეთებდა"

„ნაპოლის“ თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველი ფეხბურთელი გუნდში ყველას უყვარს და მასთან, როგორც მოედანზე, ისე მოედანს მიღმა შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.

„კვარაცხელია ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მცველებისთვის მისი შეჩერება ძალიან რთულია, ფანტასტიკურია გასახდელში ყველას უყვარს. ჩვენ მოედანზე ერთმანეთს თავიდანვე გავუგეთ, მან იცის სად უნდა გამიკეთოს პასი. შარშან გუნდს გვიან შევუერთდი და როცა ვარჯიშზე პირველად ვნახე, საოცარ რაღაცებს აკეთებდა. მაშინ არ ვიცნობდი, მაინტერესებდა ვინ იყო და ვიკითხე საიდან მოვიდა. მოედანზე ხშირად ვსაუბრობთ, მესის და და სუარესის მსგავსად. მშვენიერი სეზონი ჩავატარეთ და ნეაპოლი ჩვენს მიმართ ყოველთვის ძალიან მოსიყვარულე იყო“, - თქვა ოსიმენმა.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი გასულ სეზონში სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი, ხვიჩა კვარაცხელია კი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.