საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე, ნუკრი რევიშვილი, რომელიც ამჟამად „ნაპოლის“ ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტიცაა, განაცხადა, რომ ქართველს ესპანურ ტოპ კლუბში თამაში სურს.
„ნაპოლის“ გარდა რომელი კლუბები იყვნენ ხვიჩას შეძენასთან ყველაზე ახლოს? „იუვენტუსი“ და „რომა.“ ინგლისიდან და ესპანეთიდანაც ბევრი გუნდი გახლდათ დაინტერესებული. მაგრამ ისეთი ინტერესი არავისგან არ ყოფილა, როგორც „ნაპოლისგან.“ ისინი დიდხანს უყურებდნენ ხვიჩას - როგორ თამაშობს, გაიტანა თუ არა, როგორ იქცევა მოედნის მიღმა, როგორი ცხოვრებით ცხოვრობს.
მჯეროდა, ხვიჩას იტალიაში ყველაფერი გამოუვიდოდა. დიდი ნიჭის მქონე მოთამაშეები ჩვეულებრივ ზარმაცები არიან. მაგრამ ხვიჩა არანორმალურად შრომისმოყვარეა. ის უკვე „ნაპოლის“ ლიდერია, მაგრამ უკეთეს გუნდში სურს თამაში. მადრიდის „რეალში,“ ან „ბარსელონაში.“ მას ყოველთვის აქვს ზრდის მოტივაცია“, - ციტირებს რევიშვილის სიტყვებს Sport24.