იტალიის ნაკრების შეკრებაზე მყოფმა ჯოვანი დი ლორენცომ „ნაპოლის“ შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდში არ არის კარგი ვითარება, მაგრამ ეცდებიან ყველაფერი მალე მოგვარდეს.
„ჩვენს მდგომარეობაზე ვერანაირი განცხადებას ვერ გავაკეთებ. ეს არის რთული სიტუაცია, რომელიც არ გვახარებს, ყველაფერს გავაკეთებთ მის მოსაგვარებლად, მაგრამ სხვას ვერაფერს ვიტყვი“, - აღნიშნა დი ლორენცომ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში 12 ტურის შემდეგ 21 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 25 ნოემბერს, სტუმრად „ატალანტასთან“ ჩაატარებს.