ფაბრეგასი სერია B-ს გუნდის მწვრთნელად დაინიშნა

ფაბრეგასი სერია B-ს გუნდის მწვრთნელად დაინიშნა

სესკ ფაბრეგასი „კომოს“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ესპანელი, რომელიც აქამდე იტალიური გუნდის პრიმავერაში მუშაობდა, მთავარ გუნდში დააწინაურეს.

ფაბრეგასმა შეცვალა რაფაელე ლონგო, რომელიც გუნდიდან გაათავისუფლეს. ეს მოულოდნელი ნაბიჯი იყო იმის გათვალისწინებით, რომ „კომო“ სერია B-ში 12 მატჩში მოპოვებული 21 ქულით მეექვსე ადგილზეა, რაც ნორმალური შედეგია, რადგან პლეი-ოფის ზონაშია.

სესკ ფაბრეგასმა ფეხბურთელის კარიერა „კომოში“ დაასრულა და სამწვრთნელო კარიერაც ამავე გუნდში დაიწყო.