ნეაპოლური ვებგვერდი Spazionapoli წერს, რომ რუდი გარსიას მომავალზე სხვა ყველაფერთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიას სამმა შეცდომაც იქონია გადამწყვეტი გავლენა.
აღნიშნული საიტის წერილში აღნიშნულია, „მილანის“, „უნიონისა“ და „ემპოლის“ წინააღმდეგ მატჩების მიწურულს ქართველი ფეხბურთელის გამოუყენებელმა მომენტებმა შედეგებზე მოახდინა გავლენა, რამაც გარსია „დააზიანა“.
კვარამ „როსონერისთან“ ბოლო წამზე ვერ გაიტანა და მეკარემ აჯობა. ასევე, რეალური შანსი ჰქონდა „უნიონთან“ და ისევ მეკარემ აჯობა, ხოლო „ემპოლის“ წინააღმდეგ ეტრიტ ბერიშამ მოიგერია მისი დარტყმა ახლო მანძილიდან და ერთ წუთში სტუმრებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს.
ხსენებულ სამ მომენტში ქართველ ფეხბურთელს შეტევა გოლით რომ დაესრულებინა, „ნაპოლი“ სამივე მატჩს დიდი ალბათობით მოიგებდა, შესაბამისად, რუდი გარსიას გათავისუფლება, რაც ახლა უკვე პრაქტიკულად გადაწყვეტილია, დღის წესრიგში ამ ეტაპზე ნამდვილად არ იქნებოდა...
შეგახსენებთ, რომ ფრანგი სპეციალისტის შეცვლის მთავარი კანდიდატი ხორვატი მწვრთნელი, იგორ ტუდორია, თუმცა ასევე საუბრობენ ფაბიო კანავაროსა და ვალტერ მაძარიზე.