"აიაქსის" მწვრთნელი: "არაფერი გამოვიდა, მიქაუტაძე ვარჯიშებზე უკეთესი იყო"

„აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან ტსხიპმა თქვა, რომ გიორგი მიქაუტაძემ 10 ნომრის პოზიციაზე მისი მოლოდინი ვერ გაამართლა. როგორც მან აღნიშნა მიქაუტაძე ვარჯიშებზე უკეთესი იყო.

„ვარჯიშებზე უკეთესი იყო. მას 10 ნომრის პოზიციაზე ხაზებს შორის უნდა ეთამაშა, მაგრამ ამისგან ბევრი არაფერი გამოვიდა. საბოლოო ჯამში, თავისი თამაშით დღეს ძალიან უკმაყოფილო იყო“, - თქვა ვან ტსხიპმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს „აიაქსში“ 6 უგოლო მატჩი აქვს ჩატარებული და არც საგოლე პასი გაუკეთებია. „აიაქსი“ ერედივიზიონში 12 ქულით მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 25 ნოემბერს, „ვიტესს“ უმასპინძლებს, რომელიც ბოლო პოზიციაზეა.