„ტორინოს“ მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა „მონცასთან“ მატჩის წინ ისაუბრა, სადაც საბა საზონოვზეც გააკეთა მოკლედ კომენტარი.
მისი განცხადებიდან ჩანს, რომ საბას ჯერ არ მოიაზრებს ძირითად შემადგენლობაში, მიუხედავად იმისა, რომ „ტორინოს“ 3 ცენტრალური მცველი ჰყავს ტრავმირებული და სავარაუდოდ, ისევ რომელიმე ნახევარმცველს ათამაშებს მცველის პოზიციაზე.
„საზონოვი ბრწყინვალე ბიჭია, მაგრამ მან ბევრი უნდა იმუშაოს, რომ გარკვეულ დონეებს მიაღწიოს“, - თქვა იურიჩმა.
შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვმა მიმდინარე სეზონში 3 მატჩი ჩაატარა, თუმცა, არც ერთხელ მოედანზე 90 წუთი არ გაუტარებია. „მონცა“ – „ტორინოს“ შეხვედრა 11 ნოემბერს გაიმართება.