მალდინი შესაძლოა არაბულ კლუბში დასაქმდეს

მალდინი შესაძლოა არაბულ კლუბში დასაქმდეს

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი პაოლო მალდინი შესაძლოა საუდის არაბეთში დასაქმდეს.

იტალიური მედიის ცნობით, მალდინის „ალ-იტიჰადში“ იწვევენ, სადაც არაა გამორიცხული გენერალური მენეჯერის პოზიცია ჩაიბაროს. ჯერჯერობით, უცნობია მოლაპარაკებების ფაზა და ფინანსური პირობები.

მალდინი ამჟამად თავისუფალია, რადგან ზაფხულში „მილანიდან“ დაითხოვეს.