"ვილიარეალიდან" მიმდინარე სეზონში მეორე მწვრთნელი დაითხოვეს

ესპანური „ვილიარეალიდან“ მთავარი მწვრთნელი მიმდინარე სეზონში მეორედ დაითხოვეს. ამჯერად კარისკენ პაჩეტას მიუთითეს.

აღსანიშნავია, რომ ის ჰაიფას „მაკაბისთან“ გამარჯვების შემდეგ გაათავისუფლეს. მისი ხელმძღვანელობით „ვილიარეალმა“ ბოლო ორ თვეში 12 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 5 მოიგო, 4 წააგო და 3-ჯერ ფრე ითამაშა.

პაჩეტამ ესპანური გუნდი მაშინ ჩაიბარდა, როდესაც კიკე სეტიენი გაათავისუფლეს, ხოლო ახლა დროებით მწვრთნელად გუნდის სპორტული დირექტორი მიგელ ანხელ ტენა იმუშავებს.