ევროლიგაში „ვირტუს ბოლონიას“ 5-მატჩიანი მოგებების სერია შეწყდა. ლუკა ბანკის გუნდი მე-7 ტურში სტუმრად მადრიდის „რეალთან“ 74:100 დამარცხდა.
იტალიელებმა პირველივე პერიოდი 27:26 მოიგეს, მაგრამ ამის შემდეგ ესპანელებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს გამარჯვება ადვილად მოახერხეს.
თორნიკე შენგელიამ 30 წუთში 12 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 3 სამქულიანი ააცილა. თორნიკე თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო.
„ვირტუს ბოლონია“ 5 მოგებით და 2 წაგებით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 14 ნოემბერს, „ოლიმპია მილანოს“ უმასპინძლებს.