ნეაპოლელმა ჟურნალისტმა პაოლო დელ ჯენიომ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „უნიონთან“ ცუდად ითამაშა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დღევანდელი „ნაპოლის“ პრობლემა ქართველი ფეხბურთელია.
„სალერნიტანასთან“ კვარაცხელია საუკეთესო იყო, „უნიონთან“ კი ცუდად ითამაშა. გასულ სეზონში კვარაცხელია ძალიან კარგი იყო, პოლიტანო ნაკლებად კარგი, ახლა თითქოს პირიქითაა, იმ გაგებით, რომ იტალიელი უფრო სტაბილურად გამოიყურება. როგორც ვთქვი, ბოლო მატჩში ქართველი არ მომეწონა და მას შემდეგ, რაც „ნაპოლის“ მაისური აცვია, ჩემი აზრით, ასე ცუდად ძალიან იშვიათად თუ უთამაშია, მაგრამ არ მგონია ამ გუნდის პრობლემა კვარაცხელია იყოს, პირიქით“, - თქვა დელ ჯენიომ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ უახლოეს მატჩს 12 ნოემბერს, შინ „ემპოლის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.