გოგა ბითაძის 12 ქულა NBA-ში

გოგა ბითაძის 12 ქულა NBA-ში

NBA-ში „ორლანდო“ „ატლანტა ჰოუქსთან“ დაძაბულ ბრძოლაში, 119:120 დამარცხდა.

მასპინძლები ახლოს იყვნენ მოგებასთან, მაგრამ ბოლო პერიოდი ჩააგდეს და მარცხი განიცადეს.

ბოლო დროს გოგა ბითაძის სათამაშო დრო გაიზარდა, რომელმაც ამჯერად 21:29 წუთი ითამაშა. ხსენებულ დროში ქართველმა ცენტრმა 12 ქულა, 5 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. გოგამ 7-დან 5 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

„ორლანდო მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 4 მოგებით და 4 წაგებით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 12 ნოემბერს, „მილუოკი ბაქსთან“ შინ ჩაატარებს.