სიმონე ინძაგი: „ვამაყობ ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში „ინტერის“ ზედიზედ მესამედ გასვლით“

სიმონე ინძაგი: „ვამაყობ ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში „ინტერის“ ზედიზედ მესამედ გასვლით“

„ინტერის“ მთავარი მწვრთნელი, სიმონე ინძაგი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩში „ზალცბურგთან“ გამარჯვების შემდეგ (1:0) ჟურნალისტებს ესაუბრა.

„ბიჭებმა კარგად ითამაშეს ძლიერ და ახალგაზრდა გუნდთან. „ზალცბურგის“ ფეხბურთელები ბევრს დარბიან და მათ წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია. მაგრამ მატჩის მეორე ნახევარში ჩვენ უკეთესები ვიყავით, რადგან მათი ინტენსივობა ოდნავ დაეცა და ვფიქრობ, ვიმსახურებდით გამარჯვებას.“ - ციტირებს ინძაგის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

იტალიელმა სპეციალისტმა გუნდის ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში გასვლაზეც ისაუბრა.

„ვამაყობთ, რომ ჯგუფური ეტაპიდან დროზე ადრე გავედით. ეს არ იყო ადვილი. ზედიზედ მესამე სეზონია ფლეი ოფში ვართ და ეს დამსახურებულია.“ - განაცხადა ინძაგიმ.

ასევე D ჯგუფში, ფლეი ოფის ადგილი „რეალ სოსიედადმაც“ მოიპოვა, რომელსაც „ინტერის“ მსგავსად 10 ქულა აქვს.