„რეალ სოსიედადის

„რეალ სოსიედადის" კაპიტანი ოიარსაბალი: „ჩვენი ბირთვი ადგილობრივი ფეხბურთელები არიან და მთავარი ესაა“

„რეალ სოსიედადის" კაპიტანი, მიკელ ოიარსაბალი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩში „ბენფიკასთან" გამარჯვების შემდეგ (3:1) ჟურნალისტებს ესაუბრა.

„ძალიან სასიამოვნო საღამო იყო, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, როცა მაღალ დონეზე ვითამაშეთ. ჩვენც და გულშემატკივრებიც შესანიშნავ განწყობაზე ვართ.

როცა ხედავ, რასაც აკეთებ, გუნდს ეხმარება, ეს გახარებს. ჩვენ შემტევ მოთამაშეებს გვინდა გოლების გატანა - ამისთვის ვმუშაობთ. ზოგჯერ ეს არ გამოდის, მაგრამ უნდა განაგრძო ბრძოლა და ყველაფერი გააკეთო გუნდის დასახმარებლად.

გუნდში ბევრი ადგილობრივი მოთამაშეა - სწორედ ამისთვის არსებობს ეს კლუბი. იქნებიან ფეხბურთელები, ვინც გარედან ჩამოვა, მაგრამ ვიცით, რომ ჩვენი ბირთვი ადგილობრივი, შინაური მოთამაშეები არიან. ასე უნდა დარჩეს. კლუბმა ამ მხრივ წარმოუდგენელი სამუშაო გასწია“, - ციტირებს ოიარსაბალის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

„რეალ სოსიედადმა“ D ჯგუფში, მილანის „ინტერის“ დარად 10 ქულა მოაგროვა და ფლეი ოფის საგზური ვადამდე მოიპოვა.