ტენ ჰაგი რაშფორდის გაძევებაზე: „ამას ფეხბურთთან არაფერი აქვს საერთო“

ტენ ჰაგი რაშფორდის გაძევებაზე: „ამას ფეხბურთთან არაფერი აქვს საერთო“

„მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა, მარკუს რაშფორდის გაძევების შესახებ ისაუბრა. რაშფორდი „კოპენჰაგენთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩში (3:4) 42-ე წუთზე გააძევეს.

„მსაჯს იმდენი დრო დასჭირდა წითელი ბარათის გადასაწყვეტად... თამაში ასეთი არასოდეს უნდა იყოს, მას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს. რამდენიმე გადაწყვეტილება ჩვენს წინააღმდეგ მიიღეს, „კოპენჰაგენის“ ორი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო. მაგრამ სეზონი ხანგრძლივია და რაღაც შემთხვევბში მსაჯები ალბათ ჩვენს სასარგებლოდაც იმოქმედებენ.“- ციტირებს ტვიტერში ნიდერლანდელი სპეციალისტის სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

ამჟამად „მანჩესტერ იუნაიტედი“ A ჯგუფში სამი ქულით ბოლო ადგილზეა.