იტალიელი ჟურნალისტი:

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარაცხელიას გამო დღემდე ვტირი"

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა იტალო კუჩიმ, რომელიც „ბოლონიას“ გულშემატკივარია, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ის ქართველი ფეხბურთელის გამო ტირის, რადგან იცის, რომ მისი ყიდვა „ბოლონიას“ შეეძლო და ნანობს, რომ თავის საყვარელ გუნდში არ თამაშობს.

„ხვიჩა კვარაცხელია ისევ მატირებს. ვიცი, რომ თავის დროზე მისით დაინტერესებულ კლუბებს შორის ჩემი „ბოლონიაც“ იყო, რა დასანანია... „ნაპოლიმ“ ძალიან კარგად იმუშავა, რომ ასეთი ფეხბურთელი იპოვა, ამას კომპეტენცია და სითამამე სჭირდება, სხვა იტალიურმა კლუბებმა ვერ გამოავლინეს სითამამე კვარაცხელიას შესაძენად“, - თქვა კუჩიმ.