"ალ-იტიჰადიდან" ერაყულ გუნდთან წაგების შემდეგ მწვრთნელი გაათავისუფლეს

„ალ-იტიჰადიდან“ მთავარი მწვრთნელი ნუნუ ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლეს. პორტუგალიელ სპეციალისტს არაბულ კლუბში აზიის ჩემპიონთა ლიგაზე მარცხი ვერ აპატიეს.

„ალ-იტიჰადი“ ერაყულ „ალ ქუვა ალ ჯავიასთან“ დამარცხდა (0:2), რის შედეგადაც სანტუ დაითხოვეს. ამას წინ უძღოდა საუდის არაბეთის ჩემპიონატში წარუმატებელი შედეგები, სადაც ისინი 12 ტურის შემდეგ 21 ქულით მხოლოდ მეექვსე ადგილზე არიან.

„ალ-იტიჰადს“ არაერთი ცნობილი ფეხბურთელი ჰყავს. გასულ ზაფხულს ყველაზე პოპულარულმა არაბულმა კლუბმა კარიმ ბენზემა, ნგოლო კანტე, ლუის ფელიპე და ფაბინიო დაიმატა.