პოჩეტინო გახდა „ტოტენჰემის“ მეოთხე მწვრთნელი, რომელმაც პრემიერლიგაში ყოფილი გუნდი დაამარცხა

პოჩეტინო გახდა „ტოტენჰემის“ მეოთხე მწვრთნელი, რომელმაც პრემიერლიგაში ყოფილი გუნდი დაამარცხა

„ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო, მეოთხე სპეციალისტი გახდა „ტოტენჰემის“ ისტორიაში, რომელმაც ინგლისის პრემიერლიგის მატჩებში თავისი ყოფილი გუნდი დაამარცხა. ორშაბათს „ლურჯებმა“ მისი ხელმძღვანელობით „ტოტენჰემს“ მოუგეს (4:1).

მანამდე „ტოტენჰემის“ სამმა ყოფილმა მწვრთნელმა დაამარცხა ყოფილი კლუბი შიდა ჩემპიონატის მატჩებში. ესენი არიან კრის ჰიუტონი, მარტინ იოლი და ტიმ შერვუდი.

ყველაზე ხშირად, ყოფილ გუნდს „საუთჰემპტონის“ (შვიდჯერ), „ჩელსის“ (შვიდჯდერ) და „ნიუკასლის“ (ექვსჯერ) ყოფილი დამრიგებლები უგებდნენ.

არგენტინელი მწვრთნელი „ტოტენჰემში“ 2014 - დან 2019 წლამდე მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი 2018/2019 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, თუმცა „ლივერპულთან“ დამარცხდა (0:2). „ტოტენჰემიდან“ წასვლის შემდეგ პოჩეტინო პსჟ-ში მუშაობდა, წლეულს მაისში კი „ჩელსის“ ჩაუდგა სათავეში.