შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ შემოწირულობაზე: ფაქტია, რომ „შავი ფული“ ქართულ პოლიტიკაში და არასამთავრობო სექტორშიც ტრიალებს

შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ შემოწირულობაზე: ფაქტია, რომ „შავი ფული“ ქართულ პოლიტიკაში და არასამთავრობო სექტორშიც ტრიალებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წალენჯიხის მერიის თანამშრომლების მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსების ფაქტს გამოეხმაურა.

„ჩანს, რომ რაღაც წესრიგში არ იყო, არ ვიცი, ამას დეტალურად უნდა გამოკვლევა. ფაქტია, რომ „შავი ფული“ ქართულ პოლიტიკაში და არასამთავრობო სექტორშიც ტრიალებს და ასეთი საკითხები იმიტომაც ხდება ხოლმე საჯარო, რომ გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც გამჭვირვალეს ხდის პარტიების შემოსავალს და გასავალს და აქ გვაქვს ის ინსტრუმენტები, რომლითაც შეიძლება ასეთი დარღვევები გამოვავლინოთ. სამწუხაროდ, „ენჯეოების“ შემთხვევაში, ჩვენ გვინდოდა სწორედ ასეთივე გამჭვირვალეობა ყოფილიყო და მაშინ ვნახეთ, რომ რამდენიმე დაინტერესებულმა „ენჯეომ“ და დონორმა დეზინფორმაციული შტურმის შედეგად ჩაშალეს იმ [გამჭვირვალეობის შესახებ] კანონის მიღება, ამიტომ არ ვიცით რა [დაფინანსება] როგორ არის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

წალენჯიხაში, მერიის თანამშრომლებმა „ნაციონალურ მოძრაობას“ ხუთ - ხუთი ათასი ლარი ჩაურიცხეს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჯერჯერობით არ აქვთ საერთო პასუხი, რატომ გადაწყვიტა მათი პარტიის წარმომადგენლების უმრავლესობამ წალენჯიხის მერიასა და საკრებულოში, რომ ერთსა და იმავე დღეს პარტიის ანგარიშზე თანხა ჩაერიცხათ